LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე „პრაიმშოუზე“ განაწყენებულია: „მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა…“

10708
giorgigogoberidz45

ექიმი-რეზიდენტი ონკოლოგიის მიმართულებით, გიორგი ღოღობერიძე „პრაიმშოუზე“ განაწყენებულია. ის აქვეყნებს ვიდეოს, რის გამოც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

„თინა თოფურიასთვის საჯარო ტრიბუნის დათმობა და მისი დამაზიანებელი აზრების გავრეცელებაში მონაწილეობა ნორმალურია და ღოღობერიძემ, რადგან რეზიდენტია, ასპირინზე და D-ვიტამინზე არ უნდა ისაუბროს?“

ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ გიორგი ღოღობერიძე რეზიდენტია და ეჭვი შეიტანა, ჰქონდა თუ არა მას უფლება, რომ რჩევები გაეცა კორონავირუსთან დაკავშირებით. სწორედ ამან და სხვა სტუმრების კომენტარებმა ამ თემაზე გამოიწვია გიორგი ღოღობერიძის განაწყენება:

„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.

„პრაიმშოუს“ გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს…

ჩემ გარდა, კოვიდპანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი გაშავება არჩიეს…

არადა, არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.

რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ „რეზიდენტის“ სტატუსით გამოვდიოდი!

მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g