გიორგი გილიგაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ ბლიცშეკითხვებს პასუხობს. მათ შორისაა კითხვა იმის შესახებ, რა ერიდება ცხოვრებაში ყველაზე მეტად:
„როცა მარხულობს ადამიანი, თავს არიდებს იმ ვნებებს, რაც არაა სასარგებლო მისი სულისთვის და ეს არავისთვისაა უცხო. ყველაზე მეტად არ მომწონს, როცა ჩემს სიკარგკაცეზე საუბრობენ ხოლმე. ამას ყოველთვის ვარიდებ თავს, უხერხულობის გრძნობა მეუფლება, რომელიც გადაულახავია ჩემთვის. ჩემს დაბადების დღეზე, ხშირ შემთხვევაში, თავად ვარ თამადა და ყველა სადღეგრძელოს ვამბობ, ჩემი სადღეგრძელოს გარდა, რადგან ამ დღეს დაიბადნენ: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვაჟა-ფშაველა და ნოდარ დუმბაძე. მეც ვქეიფობ ისე, როგორც მათ დაბადების დღეზე მიწვეული თამადა…“
