თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. სხდომაზე ბრალდებულმა სიტყვა წარმოთქვა. დაცვის მხარე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ელოდებოდა, თუმცა მოსამართლემ შემდეგი სხდომა 23 იანვარს ჩანიშნა.
მომდევნო სხდომაზე ბრალდებული სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარდგება, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
გიორგი გიორგანაშვილს და მის ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებული სამართალდამცველებს ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მიზნით ფლობას ედავებიან.