LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბახალა“ ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

92
ბახალა

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი, იგივე „ბახალა” ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.

საუბარია ე.წ. 900 აბი სუბუტექსის საქმეზე. 2018 წელს, ამავე საქმეზე, საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ერთი პირი – ირაკლი ქორიძე. მსჯავრდებულია საქმის სხვა ფიგურანტი – ჯაბა ხულორდავაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ქორიძე თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების – 900 აბის საქმის ორგანიზატორი იყო.

“ბახალა” სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ბრალდების მხარის განცხადებით, 2017 წლის იანვარში ის შეუთანხმდა ნაცნობებს – გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ უცხოეთიდან, საქართველოში უკანონოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოეტანათ.

 

სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილება ყოფილიყო სხვებისთვის - ბახალა

გიორგანაშვილის თქმით, დამნაშავე რომ იყოს, პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას დათანხმდებოდა

გიორგანაშვილი ორივე ინსტანციის სასამართლომ უდანაშაულოდ სწორედ ამ საქმეზე ცნო. „ბახალა” 2018 წლის 23 იანვრიდან საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

ის მსჯავრდებულია სხვა საქმეზე – დიდი ოდენობით – 0.3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შეძენა-შენახვაში. მსახიობი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან პოლიციის მოთხოვნას –  მათთან ეთანამშრომლა, არ დასთანხმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები