LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბახალა” სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

baxalaaaa

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. “ბახალას” საქმეზე განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

დასკვნით სხდომაზე მოსამართლეს ბრალდებულმა გიორგი გიორგანაშვილმა სიტყვით მიმართა. “ბახალამ” საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდება “ნათითხნი მტკიცებულებებით” ცდილობს საქმის ბოლომდე მიყვანას.

მსახიობს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ჰქპნდა წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, საერთო ჯამში, ის პატიმრობაში რჩება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები