LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გველესიანის ოჯახური ცხოვრება: „ასე შორს იყო ამდენი წელი და შვილების ყველა ნაბიჯი იცოდე? გიორგისნაირი მამა არც შემხვედრია…“

2091
გიორგი გველესიანი მეუღლესთან ერთად

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი ბოლო დღეებში არნახულად პოპულარულია. გიორგი უკვე წლებია, ირანში, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს. მისი ტელეინტერვიუები, რომლებიც სხვადასხვა დროს არის ჩაწერილი, ახლა თავიდან ზიარდება. მაყურებელი განსაკუთრებულად აღნიშნავს გიორგის ერუდიციას და მეტყველების კულტურას.

რასაკვირველია, მკითხველი დაინტერესებულია ფეხბურთელის პირადი ცხოვრებითაც.

გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს, გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.

როგორც ჟურნალ „გზას“ სპორტსმენის დედა, ლელა გრძელიშვილი უყვება, გიორგი ძალიან მონდომებული მამაა და შვილებზე მაქსიმალურად ზრუნავს.

გიორგის ოჯახზე რას გვეტყვით?

გიორგის ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, ლინდა კიკოლაშვილი. რომ ველაპარაკე, მითხრეს, ლინდამ ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო. მან ხომ იცის გიორგის განწყობა. ისეთი მოწყურებული იყო თამაშს, მოედანზე შევარდა…

გიორგი როგორი მამაა?

3 შვილი ჰყავს, მათ შორის, 2 – პირველი ქორწინებიდან. გიჟი მამაა, საოცრად ყურადღებიანი და მზრუნველი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ბავშვებთან ახლოს ვერ არის, მათი აღზრდის საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართულია. ყველა დეტალი იცის. მშობელთა ჯგუფშია გაწევრებული და ყველაფრის საქმის კურსშია. ბიჭი ფეხბურთზე დადის და იცის, რომელ დღეს, რომელ საათზე აქვს ვარჯიში. ასე შორს იყო ამდენი წელი და შვილების ყველა ნაბიჯი იცოდე? გიორგისნაირი მამა არც შემხვედრია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g