LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა

420
გიორგი გვიმრაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ინფორმაცია, რაც „რადიო თავისუფლებას“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა, დღეს, 4 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში დაუდასტურეს.

გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

ცნობისთვის, დღეს დილით, გვიმრაძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ ის არის „პასუხისმგებელი“ კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუზე, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას გააცნო როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ევროკავშირში.

„ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“, – დაწერა გვიმრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g