„ღამის სერენადები“ – ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული კლასიკური მუსიკის ფესტივალი წელს 25 აგვისტოს ბათუმში გაიხსნება, 4 სექტემბერს კი თბილისში დასრულდება.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი ისაკაძე გერმანიიდან გვესაუბრა საფესტივალო პროგრამის შესახებ, რომელიც გამორჩეული და მრავალფეროვანია.
გიორგი ისაკაძე:
რასაკვირველია, ყოველი ფესტივალის პროგრამა წინასგან განსხვავებული და გამორჩეულია, როგორც სოლისტებით, ასევე დირიჟორებით. ვცდილობთ, სხვადასხვა ჟანრის პროგრამა შევადგინოთ. წლევანდელი ფესტივალისთვის ვეცადეთ, მაქსიმალურად გამორჩეული პროგრამა შეგვედგინა და ამისი დასტური არის ის, რომ ღონისძიებას დახურავს შესანიშნავი ქართველი შემსრულებელი, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე.
როგორც ვიცი, არტისტები სიამოვნებით თანხმდებიან მონაწილეობას…
ფესტივალს ძალიან დიდი სახელი აქვს, დიდ პატივს სცემენ სახელოვნებო წრეებში. მსოფლიო დონის არტისტები მუდამ სიამოვნებით გვთანხმდებიან „ღამის სერენადებში“ მონაწილეობაზე.
ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას ნანა იაშვილი, ნინო სურგულაძე, დავით შამანაური, ანა ლიზა ბეზროდნი და იან ერიკ გუსტავსონი. ეს უკანასკნელი მსოფლიოში აღიარებული ვიოლენჩელისტია. მას თავისი ფესტივალი აქვს, რომელსაც ფინეთში მართავს. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, იან ერიკ გუსტავსონს შეესრულებინა ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოები, კონცერტი ჩელოსთვის, რომელიც პირველად მამაჩემმა, ელდარ ისაკაძემ შეასრულ. მას და ლიანას ამ კონცერტით დიდი წარმატება ჰქონდათ საზღვარგარეთ. ეს არის შესანიშნავი კონცერტი და ქართული კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუში. ტრაგიკული ნაწარმოებია, რომელიც ბატონმა ვაჟამ მამას მიუძღვნა, თუმცა მასში ბევრი ტკივილია გაერთიანებული. მსურდა, მსოფლიო ვარსკვლავს საკუთარ რეპერტუარში შეეტანა ეს შესანიშნავი ქართული ნაწარმოები და ასეც მოხდა. იან ერიკ გუსტავსონს გადავუგზავნე მამაჩემის ჩანაწერი და ისე მოეწონა, რომ არა მხოლოდ საქართველოში დაუკრავს, არამედ საკუთარ რეპერტუარშიც შეიტანს. რაც შეეხება იანის მეუღლეს, ანა ლიზა ბეზროდნის, ის შეასრულებს უაღრესად ვირტუოზულ ნაწარმოებს, პაბლო სარასატეს „კარმენ ფანტაზია“-ს. სხვათა შორის, ანა ლიზა არის ცნობილი მუსიკოსების დინასტიის წარმომადგენელი, იგორ ბეზროდნის ქალიშვილი. იგორს და-ძმური ურთიერთობა აკავშირებდა ლიანა ისაკაძესთან. ლიანას ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს თავად ანასთან…
მოხარულები ვართ, რომ შოსტაკოვიჩს შეასრულებს ბრწყინვალე ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, სანდრო ნებიერიძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ მე და ლიანამ ჩვენს ერთ-ერთ ფესტივალზე, „ფეისბუქის მეგობრები“ მივიწვიეთ, სადაც 14 წლის ასაკში არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა, ახლა კი „ღამის სერენადებზე“ შემოგვიერთდება.
რაც შეეხება დირიჟორებს, რასაკვირველია, მთავარი დირიჟორი იქნება ვახტანგ მაჭავარიანი, რომელთანაც ლიანას აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა. წელს ძალიან საინტერესო პროგრამა შემოგვთავაზა, მსოფლიო შემოქმედების მარგალიტები, ორკესტრის შესრულებით. ჩვენთან იქნება ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, თუმცა თბილისის კონცერტებისთვის შემოგვიერთდებიან მუსიკოსები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან.
ნანა იაშვილი შეასრულებს ვივალდის ნაწარმოებს: „წელიწადის დრონი“. სხვათა შორის, ამ ნაწარმოებს ლიანა ისაკაძე ძალიან ხშირად ასრულებს.
რაც შეეხება დახურვას, ნინო სურგულაძე შეასრულებს მანუელ დე ფალა-ს „სამწვეტიან ქუდს“ და „ჯადოქრის სიყვარულს“, ორკესტრის თანხლებით.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია?
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge. სხვათა შორის, ჩვენი გულის წადილი, რომ კლასიკური მუსიკის ზეიმი შედგეს, ასრულებულია. წინა წელსაც ძალიან კარგი დასწრება გვქონდა და წელსაც ბევრ მსმენელს ველოდებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბათუმში ამ ფესტივალის გამართვამ გაამართლა. ბათუმელი მსმენელი არის უაღრესად მომზადებული და განათლებული.
როგორც ცნობილია, ფესტივალის ფარგლებში საქველმოქმედო საღამოც გაიმართება.
დიახ. ჩატარდება ღონისძიება მუსიკოსებისთვის, სადაც დასწრება უფასო იქნება. კონსტანტინე ვარდელის კვარტეტი შეასრულებს ნაწარმოებებს ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში. აქვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასიც. ეს ღონისძიება 27 აგვისტოს არის დაგეგმილი.
ბატონო გიორგი, დაბოლოს, რას საქმიანობთ გერმანიაში?
მე გერმანიაში დავაარსე რამდენიმე სასწავლებელი, რომელთა მფლობელი და ხელმძღვანელი გახლავართ. თავდაპირველად, ქალაქ ინგოლშტადში, სადაც ლიანამ ჩამოიყვანა კამერული ორკესტრი და ჩვენც, 2000 წელს დავაარსე ჩემი სახელობის მუსიკალური სკოლა. მომავალ წელს მუსიკალურ სკოლას 20 წელიწადი უსრულდება.
ძალიან მიტაცებს პედაგოგიური მოღვაწეობა, ბავშვებთან მუშაობის, აღმზრდელობითი პროცესი მაინტერესებს. მთელი რიგი ჩვენი მოსწავლეებისა გაჰყვა ვოკალს, ფორტეპიანოს, გახდნენ მუსიკის მეცნიერები. ამას წინათ, ჩემმა მოასწავლემ, რომელიც 13 წელი მუშაობდა ჩემთან, დიდი მუსიკალური კონკურსი მოიგო და დაჯილდოვდა სტიპენდიით.
2009 წელს დავაარსე მუსიკალური სკოლის ფილიალი, რომელსაც დავარქვი „მუსიკისა და ხელოვნების აკადემია“. ჩემს პარტნიორთან და შესანიშნავ პედაგოგთან, ელენა ლუკაშევიჩთან ერთად გავხსენი კლასიკური ბალეტის სკოლა. 2013 წელს სკოლამ სახელი შეიცვალა და ჰქვია მუსიკისა და ცეკვის აკადემია.
2017 წელს მიუნხენში დავაარსე ახალი აკადემია, მუსიკისა და ბალეტის აკადემია, „ისაკაძე და ბეჟუაშვილი“, ლელა ბეჟუაშვილთან ერთად.
მოხარულები ვართ, რომ გარდა ბალეტისა, ძალიან განვავითარეთ ქართული ცეკვის მიმართულება. საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ცეკვით სერიოზული ჯილდოები მოვიპოვეთ. გვიხარია, რომ საზღვარგარეთ გაგვაქვს ქართული ცეკვა. ჩვენმა ბავშვებმა შარშან გაიმარჯვეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ცეკვის კონკურსზე, სადაც 18 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ მოცეკვავეები, პირველი, მეორე და მესამე ადგილი მოვიპოვეთ. მთელ ბავარიაში გამოცხადებულ საცეკვაო კონკურსზე ჩვენმა მოსწავლეებმა ასევე გაიმარჯვეს ქართული ცეკვით და მიიღეს მონაწილეობა გერმანიის საცეკვაო კონკურსში, სადაც მესამე ადგილი აიღეს.
რაც შეეხება ბალეტს – ახლახან დაგვიბრუნდნენ ჩვენი ბალეტის მოცეკვავეები ესპანეთიდან, სადაც ათი პრიზი მოიპოვეს, მათ შორის პირველი ადგილიც.
ბალეტი და მუსიკა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მუსიკოსებითვისაც ძალიან კარგია ბალეტის ცეკვა – ბიომექანიკისთვის, ტექნიკისა და კოორდინაციისთვის, საერთო ჯანმრთელობისთვის.
გვაქვს დიდი სამომავლო გეგმები. ჩვენი სკოლები გამოირჩევა დიდაქტიკური კონცეფციითა და მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომით.
ჩვენს მუსიკალურ სკოლებში პედაგოგების 80% საქართველოდან არის ჩამოსული. ჩვენს სკოლასთან თანამშრომლობდა ელდარ ისაკაძე, შესანიშნავი პიანისტი, ნინო გურევიჩი, დუდანა მაზმანიშვილი, ნატალია ბადრიძე…
წლების განმავლობაში ლიანა ისაკაძე დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს ჩვენი სკოლების წარმატებას. ჩვენი საპატიო სამხატვრო ხელმძღვანელი. თუკი აქ ვერ ახერხებს ჩამოსვლას, ჩვენი მოსწავლეების წარმატების შესახებ ვიდეომასალებს ვუგზავნით და დეტალურად განვიხილავთ მასთან ერთად.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge
?ფესტივალი „ღამის სერენადები“ – 2019
პროგრამა
25 აგვისტო, ბათუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი
1. პეტრე ჩაიკოვსკი – სერენადა
ანტრაქტი
2. სამუელ ბარბერი – ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის
3. დიმიტრი შოსტაკოვიჩი – საფორტეპიანო კონცერტი No. 1
სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო
დავით შამანაური – საყვირი
ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი
დასაწყისი 20:00 სააათი
?27აგვისტო, საქველმოქმედო კონცერტი, ბათუმის სამუსიკო სასწავლებელი
1. კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი
კონსტანტინე ეროიანი – ვიოლინო
დავით აკოფიანი – ვიოლინო
ეკატერინე კაზარიანი – ალტი
გიორგი ნადარეიშვილი – ჩელო
დასაწყისი 15:00 სააათი
27 აგვისტო, ბათუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი
კონცერტი ეძღვნება ცნობილი მევიოლინის რუდოლფ ბარშაის 95 წლის იუბილეს. კონცერტზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „ნოტა“, რუდოლფ ბარშაის ცხოვრებაზე.
1. დიმიტრი შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია
ანტრაქტი
2. ანტონიო ვივალდი – წელიწადის დრონი
ნანა იაშვილი – ვიოლინო
პანტელის კოგიამისი – დირიჟორი
დასაწყისი 20:00 სააათი
?28 აგვისტო, ბათუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი
1. ბენჯამენ ბრიტენი – უბრალო სიმფონია
2. პაბლო სარასატე- კარმენ ფანტაზია
ანა ლიზა ბეზროდნი – ვიოლინო
ანტრაქტი
3. სულხან ცინცაძე – მინიატურები
4. ვაჟა აზარაშვილი – კონცერტი ჩელოსთვის
იან-ერიკ გუსტავსონი – ჩელო
ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი
დასაწყისი 20:00 სააათი
? 2 სექტემბერი, თბილისი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი
1. ედუარდ ელგარი – სერენედა სიმებიანი ორკესტრისთვის
2. ბედრჟიხ სმეტანა – საფორტეპიანო ტრიო სოლ მინორში
„ფორტე ტრიო“ , ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო:
ბაგდათ აბილხანოვი – ვიოლინო
კურვანჟან ახატოვი – ჩელო
ერლან სერკებაევი – ფორტეპიანო
ანტრაქტი
3. ანტონ ვებერნი – ნელი ნაწილი (Langsamer Satz)
4. დიმიტრი შოსტაკოვიჩი – საფორტეპიანო კონცერტი No. 1
სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო
დავით შამანაური – საყვირი
ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი
დასაწყისი 20:00 სააათი
? 4 სექტემბერი, თბილისი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი
1. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი- სიმფონია No. 8
ანტრაქტი
2. მანუელ დე ფალა – სამ-წვეტიანი ქუდი (El Sombrero de Tree Picos)
3. მანუელ დე ფალა – ჯადოქარი სიყვარული (El Amor Brujo)
ნინო სურგულაძე – მეცო-სოპრანო
ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი
დასაწყისი 20:00 სააათი
Night Serenades Festival – 2019
Programme
August 25, 2019 Batumi, Ilia Chavchavadze Drama Theater
- Pyotr Tchaikovsky – Serenade
Interval
- Samuel Barber – Adagio for Strings
- Dmitri Shostakovich – Piano Concerto No. 1
Sandro Nebieridze – Piano
Dato Shamanauri – Trumpet
Vakhtang Matchavariani – Conductor
August 27, Batumi Music School
- Dmitri Shostakovich – String Quartet N 8
Konstantine Vardeli String Quartet
- Konstantine Eroyan – Violin
- David Akopyan – Violin
- Ekaterina Kazaryan – Viola
- Giorgi Nadareishvili – Cello
August 27, 2019, Batumi, Ilia Chavchavadze Drama Theater
Concert is dedicated to the 95 th Birthday of a great violin player, Rudolph Barshai. There will be a presentation of a documentary film about Mr. Barshai, “Nota”.
- Dmitri Shostakovich – Chamber Symphony
Interval
- Antonio Vivaldi – Four Seasons
Pantelis Kogiamis – Conductor
Nana Iashvili – Violin
August 28, 2019, Batumi, Ilia Chavchavadze Drama Theater
- Benjamin Britten – Simple Symphony
- Pablo Sarasate – Carmen Fantasy for Violin and Piano
Ana Liisa Bezrodny – Violin
Interval
- Sulkhan Tsintsadze – Miniatures
- Vaja Azarashvili – Cello Concerto
Jan-Erik Gustafsson – Cello
September 2, 2019, Tbilisi, State Conservatoire Grand Hall
- Edward Elgar – Serenade for Strings
- Bedřich Smetana – Trio for Piano and Strings in G minor
“Forte Trio”, State Trio of Kazakhstan
- Yerlan Serkebayev – Piano
- Badgat Abilkhanov – Violin
- Kurvanzhan Akhatov – Cello
Interval
- Anton Von Webern – Langsamer Satz
- Dmitri Shostakovich – Piano Concerto No. 1
Sandro Nebieridze – Piano
Dato Shamanauri – Trumpet
Vakhtang Matchavariani – Conductor
September 4, 2019, Tbilisi, State Conservatoire Grand Hall
- Ludwig Van Beethoven – Symphony No. 8
Interval
- Manuel De Falla – The Three Cornered Hat
- Manuel De Falla – El Amor Brujo
Nino Surguladze – Mezzo-soprano