LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გიორგი იყო ჩემი საფიცარი, ერთადერთი ბიჭი, არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება” – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მაშველის დედა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს

1076
მარგიანისდედა

გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მაშველის, გიორგი მარგიანის დედამ, მზია გიგანმა ტრაგედიის დღე გადაცემაში „ღამის პრაიმ-ტაიმი“ გაიხსენა.

„გიორგი იყო ჩემი საფიცარი, ჩემი ნანატრი, ერთადერთი ბიჭი. 27-ში მომიტანა ტელეფონი საჩუქრად, ყველაფერი გადაგიწერეო და რაც ვერ მოვასწარი, რომ მოვალ სმენიდან გადავწერო. 7 საათზე გავიდა სახლიდან. აბა, დედა კარგად იყავი, ხელი დამიქნია. არ ვიცოდი, რომ გუდაურში მიდიოდა იმ დღეს.  გავხსენი ის ტელეფონი და ვერტმფრენი ჩამოვარდა, ეს დავინახე და ტელეფონი გამივარდა ხელიდან, ინსტინქტურად წივილი დავიწყე… მაშინვე ვიფიქრე, ზარი გადიოდა, მაგრამ არ პასუხობდა. ვიფიქრეთ, რომ წავიდა დასახმარებლად, ამის იმედიც გვქონდა, მაგრამ მე ერთი წუთიც ვეღარ გაჩერდი და წავედი პირდაპირ იქ, სადაც მუშაობდა, იქაც დამიმალეს, ვინ მეტყოდა, მივხვდით მერე. არ ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება გიორგის გარეშე“, – ამბობს გარდაცვლილი მაშველის დედა და ცრემლებს ვერ იკავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g