LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდარიშვილი: „როდესაც საუბარია გაყალბებაზე, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება – როდესაც ისმის ბრალდებები, ამ ბრალდებებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მტკიცებულება და ფაქტები“

142
გიორგი კალანდარიშვილი

„როდესაც საუბარია [არჩევნების] გაყალბებაზე, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება“, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მტკიცებულება და ფაქტები.

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერებად კი თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს

პარლამენტის სპიკერატში მმართველი უმრავლესობა პირველი ვიცე-სპიკერითა და უმრავლესობის კვოტით, სამიდან მხოლოდ ორი ვიცე სპიკერით იქნება წარმოდგენილი.

„როდესაც ისმის ბრალდებები, ამ ბრალდებებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მტკიცებულება და ფაქტები. როდესაც საუბარია [არჩევნების] გაყალბებაზე, ეს არის

ძალიან მძიმე ბრალდება. როდესაც საუბარია გაყალბებაზე, ამ დროს უნდა მოხდეს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, ფაქტის დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება სათანადო ორგანოების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის თქმით, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იარსებებდა, შესაბამისი უწყებები კანონის შესაბამის და სათანადო ზომებს მიიღებდნენ.

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო

„საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ თუნდაც არჩევნების დღიდან მალევე ან ამ ერთი თვის განმავლობაში მათ აქვთ რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადმე რაიმე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, საარჩევნო ადმინისტრაცია იყო ის უწყება, რომელსაც არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში ზუსტად ასეთ გაჟღერებულ ბრალდებებთან მიმართებაში თავად მიმართა საქართველოს პროკურატურად იმ მიზნით, რომ მათ მოეხდინათ სათანადო გამოკვლევები მათი კომპეტენციის ფარგლებში და უზრუნველყოთ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.

პაატა მანჯგალაძე: „წვიმისა და ცივი ამინდის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ის, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებული შეიპარა პარლამენტში“

ასევე, იმ შემთხვევაში თუ იარსებებდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, განეხორციელებინათ კანონის შესაბამისი სათანადო ზომები. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ არ დაზიანდეს პოსტსაარჩევნო პერიოდი უსაფუძვლო და მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებით“. – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

magti 5g