LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდია: „ერთ-ერთ იმდროინდელ „მეცენატთან“ ფულის სათხოვნელად წავიდნენ. გაბღენძილმა „ქველმოქმედმა“ ბევრი უსმინა, მაგრამ ვერაფერი გაიგო…“

248
giorgi-kalandia.

ხელოვნების სასახლის დირექტორი, ჟურნალისტი და ისტორიკოსი, გიორგი კალანდია საინტერესო სურათს აქვეყნებს და მის ამბავს ჰყვება თეატრის დღის მოლოცვასთან ერთად.

„სამშობლო“ უნდა დაედგათ, არადა დეკორაციებისა და კოსტუმებისათვის თანხა არ ჰქონდათ, ამიტომ ერთ-ერთ იმდროინდელ „მეცენატთან“ ფულის სათხოვნელად წავიდნენ. გაბღენძილმა „ქველმოქმედმა“ ბევრი უსმინა, მაგრამ ვერაფერი გაიგო… საუბრის დასასრულს არაორაზროვნად ხეირის ამბავი იკითხა… „უმადური“ საქმეაო, მოგებას არ ტოვებსო, ასე დაასკვნა… ბოლოს მთხოვნელთაგან ერთ-ერთის ვასო აბაშიძის გენიალური როლი „მიკირტუმა“ და ყველაზე სასაცილო მომენტი მისი ცალ ფეხზე შემოტრიალება გაახსენდა…. „აბა თუ ღმერთი გწამს, აქაც შეხტი და გამაცინეო!“ ასე მიმართა ქართული სცენის კორიფეს – „უარი რომ მეთქვა ვაი თუ გამებრაზებინა ფეოდალი, შევმხტარიყავი და ცირკის მასხარას დავემსგავსებოდი, თუმცა ბოლოს თეატრის უმწეო მდგომარეობა გამახსენდა და დავთანხმდი, ერთი ჩემებურად შევხტი და მერე ცალ ფეხზე დავტრიალდი“…. ხველა და ხარხარი ერთმანეთში აერია… სანაცვლოდ სპექტაკლ „სამშობლოს“ 500-მანეთიანი ჩეკი უბოძა…

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც მზადაა საყვარელი საქმის, დაკისრებული ვალდებულების შესასრულებად ყველა დაბრკოლება გადალახოს, ზოგჯერ თავის დამცირებაც უწევს, ღირსებისშემლახავ პოზაშიც დგომა, ცალ ფეხზეც შეხტომა იმისთვის რომ საქმეს დაეხმაროს… ჰოდა, ასეთ ადამიანებს გაუმარჯოს ქართული თეატრის დღეს!. ნახატი „შეხტი, შეითამაშე“. ზაალ კროტკოვი. ხელოვნების სასახლის კოლექცია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g