LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდია: „ეზო გადაჭედილი იყო, უამრავი ადამიანი მოვიდა.. ის ტაში, რომელიც ლექციის ბოლოს ისმოდა „პატარა კახის“ საერთო სახალხო აღიარებისა და დიდი სიყვარულის დასტურიცაა!“

123
BeFunky-collage (6)

საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია, გუშინ, 6 ივნისს, ხელოვნების სასახლეში ჩატარებულ ლექციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და იმ ემოციების შესახებ წერს, რაც ახალგაზრდებთან შეხვედრისას მიიღო.

გიორგი კალანდიამ ხელოვნების მუზეუმის ეზოში ლექცია – “ერეკლე მეფე – როგორც ევროპელი ლიდერი” ჩაატარა.

როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორი წერს, ღონისძიებაზე მისული ხალხი და “ის ტაში, რომელიც ლექციის ბოლოს ისმოდა „პატარა კახის“ საერთო სახალხო აღიარებისა და დიდი სიყვარულის დასტურიცაა”.

“დღეს ხელოვნების სასახლეში ჩემს ლექციაზე „ერეკლე მეფე როგორც ევროპელი ლიდერი“ უამრავი ადამიანი მოვიდა, ეზო გადაჭედილი იყო, სკამებზე კი დასაჯდომ ადგილს ვერ იპოვნიდი. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა და თან გამახარა, რომ მოსულთა შორის უმეტესობა ახალგაზრდა იყო!

მაშ რატომ მოვიდა დღეს სასახლეში საჯარო ლექციაზე ამდენი ადამიანი?! იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბრძენი და სამართლიანია! იმიტომ რომ საკუთარ ქვეყანას, მის მომავალ თაობებს ეროვნული ღირსება არ უნდა შეუგინო, არ უნდა შეურაცხყო ის ისტორიული პირები რომელთა ღვაწლზე მომავალი განვითარება ეფუძნება! დღეს ხელოვნების სასახლეში მოსული ხალხი ჩვენი ძლიერების საფუძველია,

ჩვენი ნაფიქრალის, მუზეუმის, მისი გუნდის, ჩვენი ნაკეთები საქმეების, ჩვენი იდეალების და მიზნების მხარდაჭერის ნიშანია! მადლობა ამისათვის, ამხელა თანადგომისათვის! დღევანდელ ღონისძიებაზე მოსული ხალხი და ის ტაში, რომელიც ლექციის ბოლოს ისმოდა „პატარა კახის“ საერთო სახალხო აღიარებისა და დიდი სიყვარულის დასტურიცაა!”, – წერს გიორგი კალანდია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g