LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალატოზიშვილი: “ანტივაქსერი სამღვდელოება! ანტივაქსერი ექიმები! მწვანე პასპორტის წინააღმდეგ გამოსული ბიზნესი! სირცხვილიც აღარ ჰქვია ამას – ამას ჰქვია მავნებლობა!”

725
BeFunky-collage (2)

“ომიკრონის” სწრაფი გავრცელებისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება.

თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც “მწვანე პასპოტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ ისარგებლებენ ამ მექანიზმით.

საკითხზე მეორე დღეა გამოხმაურება არ წყდება. ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს პიარტექნოლოგი გიორგი კალატოზიშვილი.

“20000 შემთხვევა დღეში!

ჯამში 15000-მდე გარდაცვლილი!

მწვანე პასპორტი გააუქმეს!

აცრილია მხოლოდ მოსახლეობის 40%-მდე

გვყავს 800000 აუცრელი პენსიონერი!

აცრის ერთ-ერთი ყველა დაბალი მაჩვენებელი სტუდენტებში!

ვაქცინა ფუჭდება!

ანტივაქსერი სამღვდელოება!

ანტივაქსერი ექიმები!

მწვანე პასპორტის წინააღმდეგ გამოსული ბიზნესი!

აი, ასეთ ქვეყანაში ანტივაქსერების ტირაჟირება მიდის პირდაპირ ეთერში! ბრავო, კოლეგებო!

სირცხვილიც აღარ ჰქვია ამას – ამას ჰქვია მავნებლობა!”, – წერს გიორგი კალატოზიშვილი.

რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება

გამყრელიძე: ჩემი გადასახედიდან, ბიზნესებისთვის რეკომენდებულია “მწვანე პასპორტი” მოითხოვონ, ეს მათი გადასაწყვეტია

კულუმბეგოვი: ამ ფორმით პასპორტს ჯობია, არ გვქონდეს!

როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ “მწვანე პასპორტები” უაზრობა იყო… გილოცავთ ამ შესანიშნავ მიგნებას: ხვიჩია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g