LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კანდელაკი: „საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ, საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს“

114
გიორგი კანდელაკი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული 7 პირის, მათ შორის, ბიზნესმენის, ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის სასამართლო პროცესი გაიმართა.

გიორგი კანდელაკს და კიდევ 6 პირს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი კანდელაკმა ისაუბრა, თუ რა გარემოებაში დააკავეს. მისივე სიტყვებით, „მას ამ ყველაფერთან შეხება არ აქვს.

„საერთოდ რა ხდება, ვერ ვხვდები.

გუშინ თუ გუშინწინ, [გორის საკრებულოს წევრის, ბორის გოგიჩაიშვილის] ოჯახის წევრებმა მთხოვეს, ადვოკატი ჩამეყვანა თბილისში…. სამჯერ გამომაგდეს ეზოდან, ველოდე, ველოდე ადამიანი ცუდად არის-მეთქი, ვამბობდი. წადი ნუ ხმაურობო, პატრულსაც უნდა გამოუძახონო. მერე მითხრეს, ერთ-ერთ უფროსს შენთან გასაუბრება უნდა, ბორისსაც განახებთო, ავედი ზემოთ. კამათში და შეკამათებაში ეს მოხდა. საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს“, – თქვა გიორგი კანდელაკმა.

ადვოკატის განცხადებით, ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი ბრალს არ აღიარებს

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა.

მათ მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში, გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან ასევე ამოღებულია 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია).

დაკავებულები არიან გორში მცხოვრები პირები: გიორგი კანდელაკი (ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი, გორში, ვარიანში, ქარელსა და ბორჯომში რამდენიმე რესტორნის და ვარიანში მდებარე სასტუმრო ,,რანჩოს“ მფლობელი), ბორის გოგიჩაიშვილი – ბიზნესმენი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქართლოს ჯალაბაძე – გორის აგრარული ბაზრის და სხვადასხვა ბიზნესის მფლობელის, გიორგი (გივი) ჯალაბაძის ძმა და ასევე გორში მცხოვრები ალექსანდრე კურტანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g