10 ოქტომბერს, ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გიორგი კეკელიძე სპეციალური მაისურით წარდგა, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია იყო დატანილი. სხვადასხვა სცენაზე გიორგი კეკელიძის გერმანულად თარგმნილი ლექსების კითხვა გაიმართა. ავტორი მოდერაციას უწევდა გოდერძი ჩოხელის საღამოსაც. 11 ოქტომბერს კი თომასზღაპრების გერმანული გამოცემის წარდგენა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარია.