მცირე ხნის წინ გიორგი კეკელიძე გოგონას მამა გახდა. ჟურნალ „თბილისელებთან“ (10 ნოემბრის ნომერი) მწერალი საუბრობს, რამდენად შეიცვალა მისი ცხოვრება მამობის შემდეგ…
გიორგი კეკელიძე:
„ჩემს ცხოვრებაში, ბავშვის დაბადებით, პარალელური და ყველაზე დიდი სამყარო გაჩნდა, რომელსაც ახლა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ. ყოველი დღე, ყოველი წუთი, მზერა, შეხება ახალ კარს აღებს და უცხო ოთახებს მაჩვენებს, რაზეც მანამდე მსმენოდა ხოლმე და სხვების აღწერით ვიცოდი. მაგრამ ცოდნა და განცდა სულ სხვა რამეა. ეს ვიცით. უკან რასაც ვხედავდი, იმავეს ვხედავ, მაგრამ ახლაც იგივე ხდება პარალელურ ცხოვრებაში. ადრეც რაც იყო და რაც არის, სხვადასხვა რამეა ჩემთვის, სხვადასხვა სამყარო“.
