LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე გურული ღვეზელის რეცეპტს უზიარებს მოქალაქეებს: „გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან“

524
BeFunky-collage

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საზოგადოებას საშობაო ღვეზელის რეცეპტს უზიარებს სოციალური ქსელის მეშვეობით.

„გურული ღვეზელის გამოცხობის რეცეპტი გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან:

ფქვილი უნდა ერთი კილო. ცოტა თუ დააკლდება, მაი აფერი. დროჟი უნდა ერთი სტოლის კობზი. ზუსტად. მარილი სიყვარულის მიხედვით. ზეთი ნახევარი ჩაის ჭიქა გინდებლარიენ. ყველი ჩვეულებრივი. ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა. ჩვეულებრივი. კარაქიც სიყვარულის მიხედვით, ბევრი არ ჩაადღლიზოთ.

რძეი თუ გაქვენ, უქენით, თუ არ გაქვენ, მაინც გამოცხობა უმისმაგისოდ. ახლა თვითონ გამოცხობა რაფერ უნდა: ფქვილს დუუმატეთ წყალი, კარგად დუუმიზნეთ, არ მოლაშტროთ სტოლი, მერე მოზილეთ, გააბტყელეთ ცემენტივით, უქენით ყველი, კვერცხი, ახალი მთვარის ფორმა მიეცით, შედევით დუხონკაში და გამეიღეთ, სანამ მთლა დეიწობა. და ღვეძელიც გამოცხობა.

თქვენი მზარეულთა შორის მზარეული“, – წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g