LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: „ვწუხვარ ბათუმის დამამუნჯებელი ტრაგედიის გამო..ვწუხვარ, რომ ამ თაობას ამდენი თხრილი და ორმო დავახვედრეთ, ამდენი ჩასაფრებული სიკვდილის ხახა…“

191
გიორგი კეკელიძე

ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რასაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე ეხმაურება.

„ვწუხვარ ბათუმის დამამუნჯებელი ტრაგედიის გამო. ვწუხვარ, რომ ამ თაობას ამდენი თხრილი და ორმო დავახვედრეთ, ამდენი ჩასაფრებული სიკვდილის ხახა…“ – წერს გიორგი კეკელიძე.

სანდრო ელოშვილი: „ხუთი წლის ბავშვმა, რომ ჯართი იცის რა არის ჩვენს აშენებულ ქვეყანაში, ამ თხრილს ვერ ამოვავსებთ ვერასდროს და ამ ტკივილის ორმოსთან მოგვიწევს სამუდამოდ ცხოვრება…“

ბათუმში, უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g