LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ხვედელიანი: ჩვენი პარტია უახლოეს დღეებში წარმოადგენს სამოქმედო გეგმას

48
hb

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ხვედელიანის განცხადებით, პარტია უახლოეს დღეებში საზოგადოებას ახალ გეგმას შესთავაზებს.

მისი სიტყვებით, ხელისუფლება პროპაგანდით ცდილობს, მათ პროტესტის ძალა გამოაცალონ.

„ივანიშვილმა ჩვენ, როგორც ქვეყანა, გადაგვიყვანა სრულიად ახალ პოლიტიკურ მენტალობაში და კულტურაში, სადაც სრულიად სხვა ღირებულებები მკვიდრდება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მართვის სადავეებს ჩამოშორდეს „ქართული ოცნება“, ჩამოშორდეს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის მთავარი დამნაშავე.

თუ დროზე არ ვიმოქმედეთ, თუ ამ არჩევნებზე ეს ხელისუფლება არ შევცვალეთ, განვითარების პერსპექტივა აღარ გვექნება. ქვეყანაში ისეთი უიმედო და აუტანელი მორალური კლიმატია, შემდეგ ათწლეულებში ყველანაირ პერსპექტივას დავკარგავთ.

ჩვენი პარტია უახლოეს დღეებში სამოქმედო და მომავალი მართვის სრულიად ახალ გეგმას შესთავაზებს საზოგადოებას”, – განაცხადა ხვედელიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g