LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: ახალი ავიარეისები ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცების საშუალებას მოგვცემს

32

“ვიზეარის” მიერ ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ავიაკომპანია “ვიზეარის” გადაწყვეტილება, ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატებისა და რეგიონში პირველი ბაზის გახსნის თაობაზე.

”ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე. გაჩნდება 200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში და განმტკიცება კავშირები ევროპასთან. ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, ეს მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის,“ – აღნიშნა კვირკკაშვილმა.

ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს.

როგორ ”ფორტუნას” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აცნობეს, ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო; ქუთაისი-მიუნხენის რეისები ასევე 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება ფრენა, ორშაბათსა და პარასკევს; ქუთაისი-მილანის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება. ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას და ფასი 39.99 ევრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g