LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ირანში, ქერმანშაჰის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 330 ადამიანამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, 2,5 ათასი ადამიანი დაშავებულია. ამის შესახებ ნათქვამია პროვინციის სამედიცინო სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვარზე წუხელ მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები