LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: საგადასახადო რეფორმამ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას

120

საგადასახადო რეფორმამ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის მხრიდან საგადასახადო რეფორმა დადებითად შეფასდა. ,,ამ რეფორმასთან მიმართებით, გარკვეული შენიშვნები გამოითქვა, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. საკითხი იყო საბანკო სექტორზე და ვეთანხმები, რომ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას ამ რეფორმამ. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ჩავთაველთ რომ ეს წელს არ გაგვეკეთებინა და შესაძლოა, ამ ნაწილში ამოქმედების ვადაზე უფრო მოგვიანებით ვიფიქროთ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან. ეს არის ე.წ. ესტონული მოდელი, რომლის დანერგვასაც მთვარობა შეეცდება. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით,  მოგების გადასახადის რეფორმა არ გავრცელდება ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, მეწარმე ფიზიკურ პირებზე; ასევე ორგანიზაციებზე, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება – სსიპ-ებზე და არასამთავრობო სექტორზე,

magti 5g