თქვენ ხართ ქართული რაგბის მომავალი და გვეამაყებით, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, არგენტინა ანგარიშით 26:25 დაამარცხა.
ქართველ მორაგბეებს პრემიერი უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად, დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრობდა.