”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ირაკლი სესიაშვილი. სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი – ირაკლი შიოლაშვილი. ახმეტაში – გელა სამხარაული, ლაგოდეხში – გურამ მაჭარაშვილი, გურჯაანში – დავით სონღულაშვილი, ხოლო საგარეჯოში – რომან მუჩიაშვილი.