საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები იქნებიან:
1. ზუგდიდი – ლაშა გოგია
2. ხობი – გოგი ქაჯაია
3. სენაკი – ლევან კუპრეიშვილი
4. აბაშა – ლევან მაკალათია
5. ჩხოროწყუ – დათო გოგუა
6. მარტვილი – ალექსანდრე გრიგალავა
7. წალენჯიხა – ბესიკ ფარცვანია
8. ფოთი – გოჩა კურდღელია
9. მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის მერობის კანდიდატები 12 სექტემბერს, ხოლო გურიის მერობის კანდიდატები 10 სექტემბერს წარადგინა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მერობის კანდიდატები წარადგინა თბილისში, კახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.