საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება მიულოცა. პრემიერმა 28 000-ზე მეტ აბიტურიენტს, რომლებიც წელს სტუდენტები გახდნენ, იმ ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენა უსურვა, რაც ქვეყანას და, პირველ ყოვლისა, მათ გამოადგებათ.
„ჩვენ ყვეყანას ნათელი მომავალი აქვს. დინამიკა, ცხოვრების ზრდის და გამოწვევების კუთხით, არის საკმაოდ მაღალი და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ახალგზარდობა, რომელიც მზად იქნება ამ გამოწვევების გასამკლავებლად. დარწმუნებული ვარ, ის ადამმიანები, რომლებმაც გადალახეს ეს ბარიერი, ამ გამოწვევებს გაუმკლავდებიან,“ – განაცადა კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, კვირიკაშვილმა ის აბიტურიენტებიც გაამხნევა, რომლებმაც წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება ვერ შეძლეს. მთავრობის მეთაურის თქმით, ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა და ასეთი შესაძლებლობები ყოველდღე და ყოველ წუთს ჩნდება.
„დარწმუნებული ვარ, თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც სტუდენტი ვერ გახდა, ექნება შესაძლებლობა, საკმარისი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს,“ – განაცხადა პრემიერმა.
დღესვე კვირიკაშვილმა ბოლო დღების განმავლობაში სპორტში მიღწეულ წარმატებებსაც გაუსვა ხაზი და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.