LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილმა თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა

143

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა.  პრემიერ-მინისტრი თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მეზობელ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში ვიზიტის დეტალები გაიხსენა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული თურქეთსა და საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდათ. მინდა, გამოვხატო აღფრთოვანება თურქეთის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის დინამიკით. ასევე უნდა გავიხსენო რთული მომენტები, რომლებიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ. მახსოვს, როგორ ვგეგმავდით თურქეთში ვიზიტს. გულახდილად უნდა გითხრათ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია საკმაოდ პრობლემური იყო და ჩვენ გვირჩიეს ვიზიტის გადატანა. მე გადავწყვიტე, რომ ორ პილოტთან ერთად გავფრინდებოდი თურქეთში, მაგრამ ჩვენი ჯგუფის წევრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ჩემთან ერთად იმგზავრებდნენ. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა. ყოველივე ეს ასახავს განსაკუთრებულ მეგობრობასა და ღირსშესანიშნავ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის,“ – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g