ფეხბურთელი გიორგი ლორია „ტვ პირველის“ ოპერატორზე თავდახსმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ფეხბურთელი წერს, რომ მიუღებელია ადამიანზე ძალადობა.
მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული.
„ეს არაფერში ჯდება, ასე გამეტებით და ზიზღით როგორ ურტყამ!” – წერს გიორგი ლორია.