LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მამალაძეს სურს წმინდა სინოდის წინაშე წარსდგეს

89

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს წმინდა სინოდის სხდომის მოწვევის შემთხვევაში სურვილი აქვს, რომ სინოდის წინაშე თავადაც წარსდგეს. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

ადვოკატმა დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მოინახულა. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საუბრის თემა მეუფე გრიგოლთან შეხვედრა იყო.

„საუბარი გვქონდა მეუფე გრიგოლთან შეხვედრაზე, რომ ყველაფერზე გასცა პასუხი და თვითონაც განცვიფრებულები დარჩნენ. სწორედ ამიტომ ითხოვს მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომის მოწვევას, რათა ყველასთვის ყველაფერი ცნობილი გახდეს და ამ თემაზე კითხვები აღარ დარჩეს. თვითონ თუ მისცემენ საშუალებას და იქნება მოთხოვნა, აქვს სურვილი, რომ წარსდგეს წმინდა სინოდის წინაშე თავადაც,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, ადვოკატისთვის უცნობია, რა ფორმით და როგორ შეიძლება წარდგეს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული წმინდა სინოდის სხდომაზე.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში 24 ივლისს იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g