LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა გერმანიაში გაემგზავრებიან

52

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად 29 ივნისს ბერლინს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი  ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის შეხვდება, ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება და შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა გერმანიის პირველ ლედისთან დანიელა შადტთან.  გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდერატის პრეზიდენტებთან.

საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.

magti 5g