LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი გიორგი პაპუაშვილსა და მოსამართლეებს შეხვდა

31

საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილსა და მოსამართლეებს შეხვდა.

ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკონსტიტუციო ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის.

„ყოველთვის, როდესაც ვარ ბათუმში მოვდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მიმართ.

საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის ასრულებდა და ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირების თვალსაზრისით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ორგანო არა მარტო საქართველოს მსგავსი ახალი დემოკრატიებისთვის, არამედ დღეს, ტრადიციული ევროპაც საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციებიდან გამომდინარე ავითარებს თავის დემოკრატიულ სისტემას.” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g