LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: პირადად ჩავერთვები ქართული პროდუქციის შეძენაზე ორიენტირებულ ინიციატივებში

118

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „აწარმოე საქართველოში – სწრაფიგანვითარებისათვის“ პროგრამის ახალი პლატფორმის პრეზენტაციას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ წამოწყებას, რომელიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზეა ორიენტირებული და აცხადებს, რომ პირადად ჩაერთვება იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც სამამულო წარმოებას შეუწყობს ხელს.

„პირადად ვარ და ვიქნები ჩართული იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც ეროვნულწარმოებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საზოგადოებაში არსებულ ინიციატივას,რომელიც სწორედ ქართული პროდუქციის შეძენაზეა ორიენტირებული და მინდა დაგარწმუნოთაქ მყოფი ბიზნესმენებიც და მთავრობის წარმომადგენლებიც, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად -პირადად მე და ადმინისტრაცია, ვიქნებით ჩართული ეროვნული პროდუქციისა და წარმოებისწახალისებაში; იმაში, რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს ორიენტირებული სწორედ ჩვენიეროვნული პროდუქციის შეძენასა და წარმოების გაძლიერებაში“, – აღნიშნა სახელმწიფოსმეთაურმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმ გამოწვევებზე პასუხი, რომლის  წინაშეც დღესჩვენი ქვეყანა დგას არის არსებული ეკონომიკური მდგომრეობის და ეკონომიკური ვითარების დაძლევაში – დასაქმების გაზრდაში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდაში, იმ ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობაში.

„ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ძალიან ეფექტური ჯანდაცვისპროგრამა, თუ არ იქნება მეტი შემოსავლები. ჩვენ ვერ შევძლებთ გავაღრმავოთ ჩვენიინვესტიციები განათლებაში, ჩვენ ვერ შევძლებთ უფრო ინტენსიურად დავაფინანსოთინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენ ვერ შევძლებთ ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას კიდევუფრო ეფექტურად, თუ არ იქნება წინ წამოწეული და გაზრდილი ჩვენი ბიზნესისშესაძლებლობები.

შესამაბისად, პასუხი უმრავლეს კითხვაზე, უმრავლეს გამოწვევაზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას,სწორედ ჩვენი ბიზნესის გაძლიერებაშია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვითგამოსვლისას.

„აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისათვის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები – „აწარმოე საქართველოში“, ერთიანი აგროპროექტი, მიკრო და მინი გრანტები, „სტარტაპ საქართველო“ და სხვა.

magti 5g