LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს ინკვიზიციური აქტი უწოდა

pjimage-1

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს ინკვიზიციური აქტი უწოდა. ამის შესახებ მან „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტები იცვლებიან, ხალხი კი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს – არა.

„90-იანებში გავდიოდით ასეთ თემებს საჯარო მოხელეზე – რომელი ითვლება საჯარო მოხელედ და რომელია ჩართული პოლიტიკურ პროცესში. მაგალითად, ჩემს მრჩეველს მე კონსულტაციის გარეშე ვნიშნავ. მაგრამ ჩვენ გვყავს საჯარო მოხელეები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას დროიდან მუშაობენ ადმინისტრაციაში. ერთ-ერთი სამაგლითო ხალხია და უცებ ამ ხალხს იმის მაგივრად, რომ მადლობა ვუთხრათ ასეთი კვალიფიციური ინსტიტუტის შექმნისთვის, შევქმენით დამსჯელობითი, ინკვიზიციური აქტი მათ წინააღმდეგ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს საჯარო მოხელის სტატუსი უწყდება. ისინი ვალდებული ხდებიან, ხელშეკრულება ადმინისტრაციასთან გააფორმონ. ისინი სამსახურში კონკურსის გარეშე შეირჩევიან.

კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრთა სხადასხვაობაა. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც აცხადებს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g