LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილს 26%, გიორგი კვირიკაშვილს კი 25% აფასებს დადებითად – NDI

76

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, საქმიანობას დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 26% აფასებს, ხოლო პრემიერმინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას – 25%.

ამავე კვლევის თანახმად, 51% პრეზიდენტის საქმიანობას, ხოლო 52% პრემიერის საქმიანობას აფასებს საშუალოდ. რაც შეეხება უარყოფით შეფასებებს, როგორც გიორგი მარგველაშვილის, ისე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას უარყოფითად 3-3% აფასებს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოკითხულთა 19% ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 43% საშუალოდ, 22% – უარყოფითად.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% დადებითად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებს, ხოლო 13% უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g