LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მასხულიას თავს დაესხნენ: “ვატარებ კონკურსებს, ვემსახურები საქართველოს კულტურას და ამის ღირსი არ ვარ…”

360
Untitled design - 2022-02-21T110921.917

დიზაინერ გიორგი მასხულიას ინფორმაციით, გუშინ ღამით კლუბ „ოთახში“ სამი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

მასხულია თავდამსხმელების დაკავებას და დასჯას ითხოვს.

დიზაინერი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

,,კლუბ „ოთახში“, ახვლედიანის # 6-ში, თავს დამესხა სამი ადამიანი და პოლიცია არ რეაგირებს. სასწრაფოდ სამივე მომიყვანეთ და დაიჭირეთ. „ჰელსიკორის“ საავადმყოფოში ვარ.

ვატარებ კონკურსებს, ვემსახურები საქართველოს კულტურას და თავს მესხმიან, ამის ღირსი არ ვარ“, – აცხადებს გიორგი მასხულია ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, რომ მასხულია, ემოციებს ვერ იკავებს და აცრემლებული მიმართავს საზოგადოებას, დაეხმაროს. მოგვიანებით, კი პოსტი დაწერა:

„არ გეგონოთ, ვინმეს თავს გახვევდეთ რამეს. უბრალოდ მინდა, გვერდით დამიდგეთ, სამი ადამიანი მირტყამდა გამეტებით კლუბ „ოთახთან“. დაცვაც ეხმარებოდა, და მითხრეს, ეს მავანისგანო, რა დავუშავე ამ კაცს 5 წელია მეტი, რაც ჟურნალისტურ დევნას ახორციელებს ჩემზე სამართალი არ არსებობს რა უნდა ჩემგან ამ ადამიანს, რას მერჩის, მიიღეთ ზომები დამიდექით გვერდით გთხოვთ ხალხნო, ნუთუ არ დაიღალეთ ხალხის ბულინგით ცემით, მკვლელობით, მაინცდამაინც თავი მოვიკლა ამ ადამიანის გამო?

გთხოვთ, დამიდექით გვერდით“, – წერს გიორგი მასხულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები