საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, წაღვერის ტყეში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია და ახალა ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს. მისი თქმით, მაშველები , პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღე კიდევ დარჩებიან, რათა ახალი კერები არ გაჩნდეს.
“პატარა კერების დამუშავება მიმდინარეობს ცოცხალი ძალით. ჩვენ მაინც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ყველა სამსახური, რომელიც აქ ვიმყოფებით ვაგრძელებთ კოორდინაციით მუშაობასა და ტერიტორიის მონიტორინგს”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა
დღეს ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრიდან მეშვიდე დღეა. გუშინ, 25 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ “შეიძლება ითქვას ხანძარი ლიკვიდირებულია”.
შეგახსენებთ, აგვისტოს თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 20-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა.