LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ გომელაური – ყველამ კარგად იცის, სად ვიყავი – ვითომ ვისვენებ და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა

978
Capture

შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც შოვში ჩავიდა ჟურნალისტებთან განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა სტიქიის დროს ადგილზე.

შს მინისტრი შოვში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

“მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპული ოჯახების მიმართ, ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა – რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ” – შს მინისტრი

„გუშინ ჩამოვფრინდი. მგონი, ყველამ კარგად იცის, სად ვიყავი. სამწუხაროდ, თითოული ნაბიჯი, სადმე რომ მივდივარ, ყველა იცის და ეს რატომღაც ვერ გაიგეს. თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი 2 კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედ არის.

სამწუხაროდ, ყველამ ყველაფერი იცოდა და ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. მგონი, ეს ძალიან მძიმეა და ცუდი. არ შეიძლება ასეთი რაღაც. იგივე კახა კალაძეზე გააკეთეს, ოჯახზე, ეს არის სიბინძურე, ეს პოლიტიკა აღარ არის. იგივე, როგორც ჩემზე ვითომ ვისვენებ და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა“,- განაცხადა მინისტრმა.

თემურ მღებრიშვილი – სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები