ქართველი პიანისტი, გიორგი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მან ახლახან მიწვევა მიიღო, დაუკრას სიმის სიმპოზიუმზე, ხოლო მიწვევა პირადად საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან მიიღო:
„მიხარია, რომ შესანიშნავს სიახლეს გიზიარებთ!
მივიღე პირადი მოწვევა საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იორგოს პაპანდრეუსგან, რათა დავესწრო სიმის სიმპოზიუმს სამოსის კუნძულზე.
ასევე გახსნის ცერემონიაზე დავუკრავ და შევხვდები მსოფლიო ლიდერებს სადაც იქნება მნიშვნელოვანი თემების განხილვა, მექნება საშუალება ვისაუბრო საქართველოს მუსიკალურ-კულტურული მიღწევების შესახებ“.