LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მსხილაძე: „პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებას, მის საბოლოო გაუქმებას“

158
სალომე ზურაბიშვილი

„პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით პირველად მიმართავს – ამ სარჩელით ითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ„ კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მანვე თქვა, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება:

„პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“. – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

mazda magti 5g