ქართული „ვოისის“ გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდიდან, გიორგი ნადიბაიძე, რომელმაც წელს „ახალ ტალღაზე“ სცადა ბედი, მუსიკალური კონკურსის მესამეადგილოსანი გახდა.
გამარჯვება იტალიელმა და ხორვატმა კონკურსანტებმა მოიპოვეს, რომელთაც ქულათა ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს, მეორე ადგილზე უკრაინელი გავიდა. გიორგიმ საავტორო სიმღერების ტურში კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა შეასრულა.