LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნონიაშვილი: არავინ არ უნდა იყოს პრეზიდენტით აღტაცებული მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს არ გამოიყენებს 

100
გიორგი ნონიაშვილი

„ზურაბიშვილის მიმართ ვერანაირი მოლოდინი ვერ გვექნება“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი და პრეზიდენტის მიერ ჩანიშნულ საგანგებო ბრიფინგს ეხმაურება:

„პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ერთი ანდაზა მახსენდება: ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო. შესაბამისად, „ევროპულ საქართველოს“ არანაირი მოლოდინები არ გვაქვს, რომ თანმიმდევრული იქნება პოლიტიკურ პროცესში, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელი 2 თვის მანძილზე ძირითადად დაკავებული იყო ხელისუფლებისთვის ნამუსის მოწმენდით საერთაშორისო ასპარეზზე. გვგონია, რომ არავინ არ უნდა იყოს აღტაცებული და მადლიერი მანამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად, თავის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მკაფიოდ და თანმიმდევრულად არ გამოიყენებს.“– განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

დღეს, 14 ივნისს, 21:00 საათზე, პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი სავარაუდოდ, ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

სალომე ზურაბიშვილი: დღეს მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი – მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატურის მხარდასაჭერად  და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა

ცნობისთვის, 10 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე დაწერა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს.

„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე, როგორც ამავე საკითხზე განაცხადა, მას არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი: „არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.“– განაცხადა პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები