LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 სალომე ზურაბიშვილი: დღეს მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი – მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატურის მხარდასაჭერად  და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა

239
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელიდან ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების კომენტარებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „არ შეუძლია მარტომ გადაარჩინოს მთლიანად საქართველოს მთავრობის უმოქმედობა“.

„მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტიდან, იტალიიდან იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან არ მაძლევს მე საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.

მე მინდოდა დღეს ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.

მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა”, – ამბობს პრეზიდენტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები