LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი პერტაია – ქართულ და ებრაულ კომპანიებს შორის კავშირების დამყარება ჩვენი პრიორიტეტია

114
გიორგი პერტაია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ისრაელის საელჩოსა და ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი პერტაიამ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ქართულ და ებრაულ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება პალატის პრიორიტეტია.

პალატის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გადასახადების არსებულ სისტემაზე, საბაჟო პროცედურებსა და ტარიფებზე. ყურადღება გაამახვილა  ქვეყნის ლოგისტიკურ ქსელზეც, მათ შორის, შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთ უმოკლეს დამაკავშირებელ გზაზე აზიასა და ევროპას შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები