LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქადაგიძე “გაზპრომთან” მოლაპარაკებაზე კითხვებს სვამს

70

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საკუთარი facebook-ის გვრდზე “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმიანება და რამდენიმე კითხვას სვამს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველოს ბუნებრივი გაზის წლიური მოხმარება 2,1 მილიარდი კუბური მეტრია, საიდანაც 570 მილიონი არის მოსახლეობის მოხმარება, 650  მილიონ კუბურ მეტრს თბოსადგურები მოიხმარენ, ხოლო 870 მილიონ კუბურ მეტრი კომერციული მოხმარებაა (აქედან 290 მილიონ კუბურ მეტრ არის კომპანია “აზოტის” მოხმარება, რომელსაც იმის გამო რომ ბაბზარზე გაზის მიწოდება დერეგულირებულია გააჩნია სრული თავისუფლება თავად აირჩიოს მომწოდებელი).

“ახლა ვინ გვაწვდის და რამდენად? ნაწილს ვიღებთ სომხეთში ტრანზიტიდან (200 მილიონ ჯუბურ მეტრამდე) და შაჰდენიზიდან (800 მილიონი კუბური მეტრი), დანარჩენს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია “სოკარისგან”. “სოკარი” 700 მილიონ კუბურ მეტრს (ე.წ. სოციალურ გაზს) გვაწვდის 143 დოლარად, რაც არის ჩვენი სტრატეგიული, პოლიტიკური და ა.შ. მოკავშირის ფასი. ხოლო კერძო კომპანიებს (ე.წ. კომერციული გაზი) აწვდის 295 დოლარად,”- წერს ქადაგიძე.

ეროვნული ბანკიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვინაიდან “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებები „ეხება“ კომერციული გაზის ჯამურად (600 მილიონი კუბური მეტრი ჯამში) მიწოდებას და „დივერსიფიკაციას“, პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს.

“ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ უნდა გავცეთ სამ კითხვას პასუხი:

1. რატომ აინტერესებს გაზპრომს ქართული კომერციული გაზის ბაზარი (სულ 600 მ.კბ.მ) რომელიც არის მისი მოპოვების 0,1%. მაგალითისთვის, გაცილებით მეტი ტექნიკური დანაკარგი აქვს თვითონ ვიდრე ეს მოცულობა.

2. რატომ უნდა მოგვცეს აზერბაიჯანმა ე.წ. სოციალური გაზი 143 დოლარად თუ ვამბობთ რომ ბაზარზე კონკურენციაა და პოლიტიკა არაფერ შუაშია.
3. როდის მერე გახდა გაზსადენი და გაზი აპოლიტიკური სფერო და რომელ ქვეყანას უხეირია ოდესმე გაზპრომთან სტრატეგიული ურთიერთობით (ჩვენი გამოცდილება არ გვახსოვს რა თქმა უნდა)?

დომინოში არის ოქროს ფრაზა „წერა იგებს“, ჰოდა დაწეროს ვინმემ იქნებ იგებს?”- წერს ქადაგიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g