LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქადაგიძე : ინფლაცია კლებას 2017 წლისთვის დაიწყებს

125

ლარზე წნეხი მოხსნილია, ძირითადი შოკი გაცვლით კურსზე უკვე აისახა და სხვა თანაბარ პირობებში, ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის, ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

ქადაგიძის განმარტებით, ამ დროისათვის ინფლაციის მაჩვენებელი (6,3%) სამიზნე მაჩვენებელს (5%) ოდნავ ასცდა, რაც სრულად შეესაბამება არსეულ პროგნოზებს, 2016 წლის მეორე ნახევარში, ინფლაცია კლებას დაიწყებს და 2017 წლისთვის, ქვეყნის ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, სამიზნე ინფლაცია 3%-ის ნიშნულზე იქნება.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში,მარეგულირებელი მონეტარულ ინსტრუმენტს გამოიყენებს.

ქადაგიძემ აშშ-ის სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელ გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა შოკი აშშ დოლარის ინდექსშიც უკვე ასახულია, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სარეზერვო სისტემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g