LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში დაიბარეს

263
qadagidzegiorgi

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ქადაგიძის გამოკითხვა, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პროკურატურაში ხვალ უნდა გამოცხადდეს.

ქადაგიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, საგამოძიებო ორგანო მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავს, რათა დაკითხვის პროცედურა მოსამართლის თანდასწრებით წარიმართოს.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქადაგიძის დაკითხვა „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g