ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „გაზპრომთან” მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. როგორც ქობულიამ განმარტა, პროცესის დასრულების შემდეგ უწყება საზოგადოებას შეთანხმების გარკვეულ დეტალებს გააცნობს.
„ჩვენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების ეტაპზე ვიმყოფებით. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, რაც შესაძლებელი იქნება რომ საზოგადოებას გავანდოთ, ამაზე განცხადება გაკეთდება. თუმცა, რა თქმა უნდა, იქ არის ელემენტები, რომელიც კონფიდენციალურია კონტრაქტის პირობების მიხედვით”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.