საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.
როგორც როინ ქოჩორაშვილი წერს, მის შვილს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ხოლო იმას, თუ პოლიტიკის რომელ მხარეს იქნება გიორგის მამა, ამას თავად გადაწყვეტს:
„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შავს და თეთრს ვერ არჩევენ, ძალიან მეცოდებიან, გულწრფელად განვიცდი და რატომ? ჩემები ხართ, ქართველები და მაგიტომ! მინდა სწორად აღიქვათ ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება!
ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს, რაც მას უყვარს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება!!! გიორგის პოლიტიკასთან არანაირი არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება, რომელ მხარეს, ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!
ამჟამად კარდენახის ვენახებიდან გწერთ, წარაფი და კარგი ღვინო რომ გვიყვარს, სადღეგრძელოები, იმ ვაზს და ვენახს ვეფერები, (თუ არ მოვუვლით სწორად, მოსავალსაც ვერ მივიღებთ) ასე გავზარდე მე ჩემი ორივე შვილი, თქვენ თუ არ მოგწონთ, „ბოდიში”, თქვენ ალბათ იმას აკეთებთ, რაც მოგწონთ, აკეთებთ იმას, რასაც თქვენი გონება ან პატრონები გკარნახობენ! ჩვენ სხვის „დაკრულზე” არ ვცეკვავთ, ვაკეთებთ ჩვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის საქმეს!
პოლიტიკას რაც შეეხება, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! ისე, სიმბოლური რიცხვია 26! აუღებელი პენალტის დღე დადგება და ამას ქართველი, საღად მოაზრონე და პატრიოტი ხალხი ერთად დაარტყამს!!!“ – წერს გიორგი ქოჩორაშვილის მამა.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შავს და თეთრს ვერ არჩევენ ძალიან მეცოდებიან, გულწრფელად განვიცდი და რატომ? ჩემები…
Posted by Roin Kochorashvili on ორშაბათი, 22 აპრილი, 2024