LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სანაია დღეს 45 წლის გახდებოდა

1047
pjimage

დღეს გიორგი სანაიას 45 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი 2001 წლის ივლისში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი დაღუპვის ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 21:00-საათიანი “კურიერის” დაწყებამდე სამსახურში არ გამოცხადდა.

ჟურნალისტის მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად გამოძიებამ პირადი მოტივები დაასახელა, თუმცა ბევრის მოსაზრებით მკვლელობის მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები იყო.

სანაიას მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავაა, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ოჯახის წევრები დღემდე ფიქრობენ, რომ რეალური მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი დაუსჯელია.

გიორგი სანაია სტუდენტობის პერიოდშივე მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მოგვიანებით, მისი ყველაზე დიდი ნაბიჯი ტელეკომპანია “რუსთავი 2” იყო, სადაც იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ “ღამის კურიერი” მიჰყავდა.

სანაიას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად მიიჩნევა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g