LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგი სანაიამ ლიფტში გვითხრა, რომ ჰქონდა კასეტა, სადაც ჩანს, თუ როგორ არიან ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და ამას საჯაროზე გამოიტანდა… შემდეგ რაც მოხდა, იცით“ – მექა ხანგოშვილი პანკისის ხეობის მოვლენებს იხსენებს

213
მექა ხანგოშვილი გიორგი სანაიაზე

„სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბამ­დე ორი დღით ადრე, „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში ვი­ყა­ვი.. გა­და­ცე­მის შემ­დეგ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ამ რომ გა­მოგ­ვა­ცი­ლა, ლიფ­ტში გვი­თხრა, რომ მას აქვს კა­სე­ტა, სა­დაც ჩანს, რო­გორ არი­ან ძა­ლოვ­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი ნარ­კო­ბიზ­ნეს­ში და ამ საქ­მეს ერთ-ორ დღე­ში სა­ჯა­რო­ზე გა­მო­ი­ტან­და“, – ეს განცხადება ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის წევ­რმა, მექა ხან­გოშ­ვილ­მა პოლიტიკოს იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ გააკეთა და პან­კი­სის ხე­ო­ბა­სა და ქის­ტებ­ზე ისაუბრა.

ვრცელ ინ­ტერ­ვიუში ხანგოშვილი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის ფაქტზე საუბრობს და ამბობს, რომ ამაში ხელისუფლების პირები იყვნენ ჩართულნი.

„ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს, დევ­ნი­ლებს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­მოჰ­ყვა, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლე­ბიც, ყვე­ლა პან­კი­სის ხე­ო­ბამ მი­ი­ღო. შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც იმ პე­რი­ოდ­ში მოხ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ად­გილ­ზე ბლოკ პოს­ტე­ბის ჩა­ყე­ნე­ბა იყო, რო­დე­საც კეთ­რო­ვა­ნი­ვით მო­წყვი­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს პან­კი­სის ხე­ო­ბა, საშ­ვი თუ არ გექ­ნე­ბო­და, ვერ შეხ­ვი­დო­დი. წე­ლი­წადსა და ორ თვეს გაგ­რძელ­და.

თან ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო რა იყო, რომ თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ში. სწო­რედ ამას შე­ე­წი­რა გი­ორ­გი სა­ნა­ია. ერთ-ერთი ნარ­კო­ბა­რო­ნის აფეთ­ქე­ბა და ბევ­რი სხვა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო რამ…

ნარ­კო­ტი­კი ჯერ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში შე­მო­დი­ო­და და შემ­დეგ იქი­დან გა­ე­დი­ნე­ბო­და. პო­ლი­ცი­უ­რი წეს­რი­გი რო­გორ იქ­ნე­ბო­და, ვინც თავს რკი­ნის კა­ცად თვლი­და, ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამა­ში, ამას არ შე­ე­წი­რა სა­ნა­ია? თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩად­გეს ბლოკ პოს­ტე­ბი და უმარ­თავ ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­დეს“, – აღნიშნა ხანგოშვილმა.

წამყვანის დასმულ კითხვაზე, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონდათ იმისთვის, რომ ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, ხანგოშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

„სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბამ­დე ორი დღით ადრე, „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში ვი­ყა­ვით მიწ­ვე­უ­ლი მე და ხიზ­რი ალ­და­მო­ვი. მარ­გოშ­ვი­ლი რომ გა­მაგრდა და ცუდი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და, მა­შინ.

გა­და­ცე­მის შემ­დეგ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ამ რომ გა­მოგ­ვა­ცი­ლა, ლიფ­ტში გვი­თხრა, რომ მას აქვს კა­სე­ტა, სა­დაც ჩანს, რო­გორ არი­ან ძა­ლოვ­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი ნარ­კო­ბიზ­ნეს­ში და ამ საქ­მეს ერთ-ორ დღე­ში სა­ჯა­რო­ზე გა­მო­ი­ტან­და, თუმ­ცა რაც მოხ­და, თქვენც იცით. თუმ­ცა მე ის კა­სე­ტა არ მაქვს ნა­ნა­ხი.“ – თქვა მექა ხანგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g